მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება და ვარცხნილობას იწესრიგებს. ოდესის გუბერნატორი „ფეისბუქზე“ ქართველ სტილისტთან, მიშა გასიტაშვილთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს.
„კიევში, შემთხვევით ვნახე სტაჟირებაზე ჩამოსული ვაკელი სტილისტი, ჩემი ძველი მეგობარი, მიშა გასიტაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა თბილისში ჩასასვლელად ჩემი ვარცხნილობის წესრიგში მოყვანა,“ – აღნიშნავს სააკაშვილი.