საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მთავარ სამხედრო პროკურატურას მიმართავს. უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, უკრაინაში შესვლისას მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს და პოლონეთში გადაყვანას ეხება.
უკვე გასაჯაროვდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა
ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა
საუბარია 2017 წელზე, როდესაც პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის მიღებისას წარდგენილი დოკუმენტი ყალბი იყო.
კერძოდ, მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა არ მიუთითა საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
ამის შემდეგ კი სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად სცადა უკრაინის საზღვრის გადაკვეთა, რასაც საზღვარზე არეულობა მოჰყვა.