LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

355
y-amvay-

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკვე გასაჯაროვდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, ვლადიმერ ზელენსკიმ  მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გაუქმების სურვილი საჯაროდ, რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ამ ბრძანების ავტორები დაისჯებიან.

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით  ოფიციალურად 22 მაისს მიმართა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ  ჩამოართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები