LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

242
1

დღეს ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მორიგ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები – ოპოზიციის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლემენტთან მივიდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია – სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

აქციის მონაწილეები მსვლელობას უერთდებიან ბანერებით, რომელსაც აწერია – “გადაიყვანეთ”.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, დღევანდელ აქციაზე, მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაჟღერდება:

“ნომერ პირველი მოთხოვნა, ის რაც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება და დღეს მთავარი სიტყვა არა პოლიტიკოსებს, არამედ ექიმებს ეკუთვნით, რომელთაც პაციენტების სიცოცხლე აბარიათ. ასე რომ დროულად მიიღონ გონივრული გადაწვეტილება, ვიდრე გვიან არ არის.” – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

 

magti 5g