LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო – რა წერია კლინიკის ცნობაში

61
მიხეილსააკაშვილისასამართლო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 23 სექტემბრისთვის გადაიდო. მიზეზი კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალდებულს შესთავაზეს სასამართლო პროცესში მონაწილეობა, როგორც დარბაზში მოსვლით, ისე დისტანციურად ჩართვით. სასამართლომ “ვივამედისგან”, კლინიკიდან, რომელშიც სააკაშვილი მკურნალობს, მიიღო პასუხი, რომ ბრალდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, სჯობს მან პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს. მისი დასწრების გარეშე სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარი თქვა სააკაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან და კლინიკა „ვივამედიდან“ წარდგენილი ცნობები წაიკითხა.

კლინიკის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი სისუსტე, უჭირს გადაადგილება და ძირითადად, მწოლიარეა, რის გამოც, მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, მის პროცესზე გამოცხადებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g