საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ილიკო და ნინო სუხიშვილებთან იმყოფება. ექს-პრეზიდენტი წერს, რომ ქართველ სტუმრებს კიევში, მის სახლში უმასპინძლა.
“კონცერტის დასრულების შემდეგ, ნინომ და ილიკო სუხიშვილმა ჩემს ბაღში გახსნეს თანამედროვე ქართველი მოქანდაკის, დავით ნათიძის ქანდაკება. მშვენიერი საღამო გამოვიდა. არ შემიძლია არ ვიამაყო ამ შესანიშნავი გუნდით და მიხარია, რომ მათ პროგრამაში ბევრი ახალი ელემენტი გამოჩნდა”- წერს მიხეილ სააკაშვილი და დასძინა, რომ ოთხი ათასი მაყურებლისთვის განკუთვნილ უკრაინის კულტურის სასახლეში ჩატარებული კონცერტები, ხუთი დღის განმავლობაში, ანშლაგით მიმდინარეობდა.

