LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრების ნახვა შეუზღუდეს, პირად ექიმს კი საერთოდ არ უშვებენ

143
მიშა

მესამე პრეზიდენტის, როგორც პატიმრისა და პაციენტის უფლებები იზღუდება – პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრებს შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ამის ოფიციალური მიზეზი მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

„მოვითხოვთ ექიმის შეშვებას, არ გამოვრიცხავთ კარვების დადგმას“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„მიშას სექტორის“ წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეუშვან ექიმები მიხეილ სააკაშვილთან და მისცენ მას შესაბამის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საშუალება.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სააკაშვილთან არ უშვებენ არც მის პირად ექიმს. უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. 

ბექა ბასილაია დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც მედიას განუცხადა, რომ ამ დრომდე არც ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს და არც პირად ექიმს  სააკაშვილის ნახვის უფლება არ აქვთ, რაც მისი თქმით, პაციენტის უფლებების დარღვევაა.

ბასილაია ამბობს, რომ არაადეკვატური სამედიცინო დახმარების ფონზე სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

 

magti 5g