„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით,საქარველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის შესაძლებლობა.
ასევე, წიკლაური მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განსამუხტად, აუცილებელია, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროდან გათავისუფლდნენ.
„რა თქმა უნდა, ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. მეტსაც გეტყვით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საქართველოში დაბრუნებისა და პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი არის გაბედული ნაბიჯები და ჩვენ, ყველამ ერთად ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სანახევრო ნაბიჯებით არაფერი არ გამოვა, არამედ ისევ დარჩება პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
