LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინ არ წასულა ან მოსულა, მაგრამ ასე ყოველდღიურად, წვეთ-წვეთ, დემარშის ფორმა რას ემსახურება, ამაზე მოქალაქეები საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ“ – ბოკუჩავა წიკლაურის ენმ-დან წასვლაზე

163
ბოკუჩავა წიკლაურზე

„ყოველდღიური დემარში და პროცესის იმგვარად პედალირება, რომ ეს იყოს განხილვის თემა, არ ემსახურება ოპოზიციურ მიზანს, რაც არამხოლოდ გამოცდილ, გამოუცდელ პოლიტიკოსსაც უნდა ამოძრავებდეს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

აღნიშნულით ბოკუჩავა ჟურნალისტებთან, ყოფილი თანაგუნდელის, ნუგზარ წიკლაურის პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოქალაქეები თავად გამოიტანენ დასკვნას, თუ რას ემსახურება „ყოველდღიური დემარშის ფორმა“.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

„ეს ყოველდღიური დემარშის ფორმა, ამის საჯარო კომუნიკაციისთვის გამოყენება და პოლიტიკური პროცესის პედალირება იმგვარად, რომ ეს იყოს განხილვის თემა და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ვფიქრობ, არ ემსახურება იმ საერთო ოპოზიციურ მიზანს,

„ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნუგზარ წიკლაური ენმ-ს ტოვებს

„ვფიქრობ, რომ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია“.

რაც ყველა ოპოზიციურად განწყობილ, არამხოლოდ გამოცდილ, გამოუცდელ პოლიტიკოსსაც და მოქალაქესაც უნდა ამოძრავებდეს, როცა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი სულ რამდენიმე თვეში გეოპოლიტიკურ არჩევნებში.

წარსულშიც ვინ არ წასულა ან მოსულა, მაგრამ ასე ყოველდღიურად წვეთ-წვეთ, დემარშის ფორმა და ამაზე ბრიფინგის გამართვა, რას ემსახურება, ამაზე მოქალაქეები საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ“. – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბაჩო დოლიძე: „ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა“

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები