LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოიყვანეს 0.5%-იანი გიორგი ვაშაძე, რომელსაც არჩევნებზე ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო.. პატრიოტების 40% პარტიიდან გარიყეს“ – წიკლაური ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე

140
Untitled design (4)

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პლატფორმიდან გააგრძელონ, პარტიის წევრი, ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას სხვადასხვა პლატფორმით, სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ“ – რას ამბობს მელია ენმ-ის შესაძლო დატოვებაზე 

როგორც ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ, გუნდში ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება:

„ხალხს სურს, რომ თვითონ იყოს მმართველობაში. ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და მეორე მხრივ, მთავარ ოპოზიციურ პარტიაშიც ისეთი ვითარებაა, რომ თავისუფლებას, დემოკრატიულობას და ევროპულობას არ ასხივებს. ხალხს სურს, რომ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებას ხედავდეს, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.

ოლიგარქიზაცია, რომელმაც მთელი პოლიტიკური სისტემა მოიცვა, არ აძლევს ჩვენს ხალხს შესაძლებლობას, რომ მისი სანუკვარი სურვილები იყოს გამოხატული. ამიტომ აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახალი მიდგომებით, პრინციპებით, თავისუფალ ადამიანებზე დაყრდნობით და ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია და როდესაც ასეთ მართალ იდეაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება გუნდში, თუკი საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – თქვა ნუგზარ წიკლაურმა.

„რომ გითხრათ, მთელ დღეს და ღამეს ამაზე ფიქრით ენერგიას ვხარჯავ, მოგატყუებთ“ – ხაბეიშვილი მელიას განცხადებაზე

წიკლაურმა ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის „გამარჯვების პლატფორმაზეც“ ისაუბრა.

ლევან ხაბეიშვილი: დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია

„გამარჯვების პლატფორმა“ დაარქვეს იმას, რომ ბატონი გიორგი ვაშაძე მოიყვანეს. მისი ბოლო შედეგი არჩევნებში 1%-ზე ნაკლებია, იმდენად დაბალი იყო ეს საარჩევნო შედეგი, რომ ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო. ეს 0.5%-იანი პოლიტიკოსი მოიყვანეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და 40%- ს ყველაზე უფრო ქმედითი პატრიოტების, რომლებიც პარტიაში იყვნენ, უარი უთხრეს.

ეს როგორ შეიძლება იყოს გამარჯვების პლატფორმა და მაგალითი იმისა, რომ სხვა ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავშირებულები ენმ-სთან, მოვიდნენ აქ. რანაირი მიზიდულობა შეიძლება გამოავლინოს პარტიამ ამის შემდეგ“, – აღნიშნა წიკლაურმა.

ამასთან, მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „პარტიამ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით განიცადა რეგრესი და უკუსვლა“.

„წინ გვიდევს ბოლო 8-თვიანი ისტორია, როდესაც პარტიაში ცვლილებები მოხდა. ყველა კარგად ვხედავთ, რომ შეფასება, სტაგნაციაც კი აღარ შეგვიძლია მივცეთ იმას, რაც ენმ-ში მოხდა. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით პარტიამ განიცადა რეგრესი და უკუსვლა. 2012 წლის შემდეგ, ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რაც გვქონია. სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოხატავს ნაციონალური მოძრაობა იმ ინტერესებს, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს.

კერძოდ, რომ ამ ქვეყანაში ანტიევროპული ხელისუფლება შეცვალოს და დემოკრატიულ ცვლილებებს მისცეს გასაქანი. ამიტომ არის ძალიან მძიმე ვითარება. ყველას კარგად გვახსოვს დაპირებები, რომ იქნებოდა უწყვეტი აქციები, უწყვეტი პროტესტი, რომ ციხეში მჯდომი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდებოდა და მოხდებოდა გარდაქმნა ყველა მიმართულებით. პრაქტიკულად, ეს ტყუილი და ფუჭი აღმოჩნდა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სააკაშვილი: „მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით – ვაშაძის როლს ვაფასებ, როგორც ძალიან დადებითს“ 

ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება – კალაძე ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე

როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები