LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება – კალაძე ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე

127
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

„ორი „ლუზერის” გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება – ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს.

ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში

„ვფიქრობ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ოპოზიციის მხარეს არის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ახლა ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახოთ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები, თუმცა არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე.

ორი “ლუზერის” გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე.

ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გაგრძელება, რაც “ქართულ ოცნებას” წამოწყებული აქვს, ასევე, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ძველ გაერთიანებასთან დაბრუნებით ცდილობს საკუთარი თავის გაძლიერებას“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად, ზეწოლებისა, მოწოდებებისა, ეს იქნება სანქციების მიერთება, თუ მეორე ფრონტის გახსნა. ერთადერთი ძალა, რომელიც მოქმედებს და იცავს ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ეს არის “ქართული ოცნება”. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები იმ რთულ ვითარებაში და გარემოში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.

იგივე მეორე ფრონტთან და სანქციებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის მშვიდობის და სიმშვიდის ფასი და ყოველთვის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივლისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

ლევან ხაბეიშვილი: დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია

ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები პროდასავლური პლატფორმაზე გაერთიანდებიან და  „ნაციონალურ მოძრაობას“„სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ექნება ერთიანი მიდგომა „ქართული ოცნების” დასამარცხებლად.

„ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს და დარბის” – გია ცაგარეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g