„ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლია გუნდის შეკვრა და შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, „ეს არის ობიექტური რეალობა, თუ გვინდა ერთ წინადადებაში შევაფასოთ, თუ რას აკეთებს დღეს მთავრობის მეთაური საქართველოში“.
ჩიქოვანის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებაზე, პრემიერ-მინისტრსა და სხვა ლიდერებზე ორკესტრირებული შეტევების გააქტიურების მოლოდინი აქვს, თუმცა, ერთი და იმავე ადამიანების მიერ ამ თემაზე საუბარი შედეგის მომტანი უკვე არ არის.
„ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს და მის ხალხსაც შეურაცხყოფენ.
როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ძველ გაერთიანებასთან დაბრუნებით ცდილობს საკუთარი თავის გაძლიერებას“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არაერთი ორკესტრირებული შეტევა ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც, ეს ყველაფერი მიმართული არის ასევე ხელისუფლების, მთავრობის მიმართ, უშუალოდ კონკრეტული პირების: პრემიერ-მინისტრის და ყველა ჩვენი ლიდერის მიმართ.
მე მგონია, ეს გაგრძელდება და უფრო მეტსაც გეტყვით, შეიძლება ეს უფრო აქტიური იყოს საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, იმდენად გაუვიდა ყავლი, რაოდენობრივად რაც არ უნდა დიდი იყოს ეს ყველაფერი, შედეგის მომტანი არ არის.
კარგად დავინახეთ, რომ ეს შეტევები მოდის, ვხედავთ, არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ახალი აქტორები ერთვიან, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამაზე საუბრობენ, უკვე გათელილი თემაა და შესაბამისად, აქ ახალი არაფერი არ არის.
ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიწოდებენ „ბანდას“, იმ ადამიანს მგონი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოში რა ხდება და ერთის მხრივ, პირდაპირ, უშუალო შეურაცხყოფას აყენებს აბსოლუტურად ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ირჩევს საკუთარ სახელმწიფოში იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს და მეორე, საბოლოო ჯამში, შეურაცხყოფას აყენებს ამით ხალხსაც და ჩვენს სახელმწიფოსაც“. – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.