LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას სხვადასხვა პლატფორმით, სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ“ – რას ამბობს მელია ენმ-ის შესაძლო დატოვებაზე

141
ნიკა მელია

„თუ დავრწმუნდით, რომ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას სხვადასხვა პლატფორმით, სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე უჭირს თამამად თქმა, ამას რიგი საკითხების გარშემო შეძლებენ თუ ვერ, თუმცა დაამატა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან არაფერ შუაშია.

მელია: რითი სჯობია დღეს ეს „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას?“

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან, პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიაში, ან ერთ პარტიულ სტრუქტურაში, ან მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად ყოფნაში.

საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ მეც და ყველა ადამიანი.

„კალაძე და სუსი აორგანიზებს 40-50 ადამიანზე მეტს, რომელიც კრიმინალური ანგარიშსწორებისთვის იჭრება კერძო საკუთრებაში, ქალების და ბავშვების წინაშე ჩადენილ არაკაცობას არავინ, პირველ რიგში კი, ცხოვრება არ გაპატიებთ“ – მელია „ოცნებას“

„ამის შემდეგ კი იჭერენ მხოლოდ 6 ადამიანს, რომელთა ადვოკატებიც ამბობენ, რომ „ნებისმიერ“ თანხას გადაიხდიან გირაოდ, „ნებისმიერი“ თანხის იმედი გაქვთ, რომ თქვენ შვილებს სხვა „მოგონილ“ რეალობაში აცხოვრებთ, სხვის შვილებს კი თქვენს რეალურ მოძალადე სახეს აყურებინებთ“

[ენმ-ის] შიგნით ფუნდამენტური განსხვავებებია დამოკიდებულებებში და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის დრამატული სხვაობა, რამაც გამოიწვია ღრმა ჭრილობა, რომელიც შეიძლება მოუშუშებელი აღმოჩნდეს. ძალიან დიდი განსხვავებებია მომავალი სახელმწიფოს მოწყობაზე, პარტია როგორ უნდა იმართებოდეს და ა.შ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ არ აპირებს, გამუდმებით ილაპარაკოს ენმ-ში ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილის გავლენებზე. მისი თქმით, როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, სჯობს, რომ დაშორდეს.

„უამრავ ადამიანთან გვაქვს კონსულტაციები, შეხვედრები გვაქვს. 7 ოქტომბერს თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი საქართველოდან და უბრალოდ ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ნიკა მელია: იესო ქრის­ტე რომ მო­მევ­ლი­ნოს და მი­თხრას, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მარ­თავსო, არ და­ვი­ჯე­რებ

ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორი ბირთვი დღეს არის დაშორებული. მე არ ვაპირებ, რომ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დათო კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე.

როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს. შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის.

თალაკვაძე: ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ნიკა მელიას გულის ტკივილი, ხოლო ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილი 

ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის კაპიტალიზირება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი 8 თვე. თუმცა ვატყობ, რომ [პარტიაში] კრიზისი არათუ ნელდება, არამედ ღრმავდება“, – განაცხადა მელიამ.

კობახიძე: მელიაზე მეტი უბედურება, როგორ შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, მაგრამ ხაბეიშვილი გამოჩნდა

მისი თქმით, თუ ის პარტიიდან წავა და ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებს, არ ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო არ ითანამშრომლებს.

„არჩევნებში როცა შედიხარ, შენ გჭირდება მოტივირებული ხალხი გუნდში, არ შეიძლება, რომ უნდობლობა გქონდეს ერთმანეთის მიმართ. როცა ორთაბრძოლაში ხარ, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ არ ველოდო ზურგიდან დანას და არც ის ელოდოს.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ. თუ სადმე ჩვენი გზები მომავალში გადაიკვეთება და ალბათ, გადაიკვეთება საგნობრივად მაინც, კი ბატონო. თუ არადა, უახლოეს პერიოდში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია ბარამიძეს პასუხობს: „ძალიან სამწუხაროა, ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება – პირატების გემივით მოდიხართ, შავი დროშით, ჩონჩხი რომ ახატია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები