LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ გითხრათ, მთელ დღეს და ღამეს ამაზე ფიქრით ენერგიას ვხარჯავ, მოგატყუებთ“ – ხაბეიშვილი მელიას განცხადებაზე

177
Untitled design (11)

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის და წევრის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პლატფორმიდან გააგრძელონ, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება.

„ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას სხვადასხვა პლატფორმით, სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ“ – რას ამბობს მელია ენმ-ის შესაძლო დატოვებაზე

ხაბეიშვილის განცხადებით, ადამიანები თავად იღებენ ადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა იბრძოლონ და ეს მათი პერსონალური გადაწყვეტილებაა:

„კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება – როგორ და რა გზით აგრძელებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ პოზიციას რაღაც კონკრეტულ რიცხვში დააფიქსირებენ, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. რომ გითხრათ, მთელ დღეს და ღამეს ამაზე ფიქრით ენერგიას ვხარჯავ – მოგატყუებთ..

ყველა, ვინც უბრალოდ აჯობებს საკუთარ თავს, პირად ამბიციებს, პირად წყენას გადადებს და მზად იქნება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლოს, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, პოლიტიკური ჯგუფისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის კარი იქნება ღია.

კონკრეტული ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ან არ იბრძოლონ ან სხვა სტრატეგია აირჩიონ. შესაბამისად, ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება.

ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა.

ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ვსაუბრობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ერთობა. ჩვენ გვაქვს „გამარჯვების პლატფორმა“ და ამ პლატფორმის კარი, ცხადია, ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა“, – თქვა ხაბეიშვილმა.

ენმ-ის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა შეკითხვას, ისაუბრა თუ არა აღნიშნულ საკითხზე ნიკა მელიასთან:

„საჯაროდ ვაფიქსირებ იმ პოზიციას, რომელიც, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. შესაბამისად, დახურულ კარს მიღმა არავის არ ვხვდები, საჯაროდ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსაკუთრებით, აღარასდროს დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ პრეცედენტი გვაქვს, სადაც პარტიის თავმჯდომარე პირდაპირი წესითაა არჩეული, პოლიტიკური საბჭოს წევრებიც. ამიტომ გამჭვირვალობა, არჩევითობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი იქნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g