LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: „ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება – ეს ელემენტარული ქიმიაა!“

103
მიხეილ სარჯველაძე

„ვიდრე ადამიანებს ეტყვით, თითქოს კონკრეტული ნივთიერებით მოწამლეს, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო – ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება – ეს ელემენტარული ქიმიაა!“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ფრაქციამ „საქართველოსთვის“ BBC-ის რეპორტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა

ირაკლი კობახიძე: BBC-მ იკადრა ტყუილი, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული

დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ თავის დროზე მათ, თუმცა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას დაეყრდნენ – აცხადებს პრემიერი.

ჟურნალისტების მიერ BBC-ის საგამოძიებო მასალაზე, დასმული კითხვების პასუხად მინისტრმა თქვა, რომ „ადგილი აქვს იაფფასიან მცდელობებს, რათა ვინმე შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს თბილისში, მიტინგების დროს რაღაც ისეთი მოხდა, რაც სამართალდარღვევას შეიცავდა“.

„ეს ილუზიის მცდელობაა, რაც აშკარაა და არის ძალზე იაფფასიანი. ეს კარგად გამოჩნდა ამ კვალიფიციური ექიმების მიერ გაკეთებული შეფასებებით, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რეალურად, როდესაც BBC-მ ეს გამოაქვეყნა, რაღაც შორსმიმავალი შეფასებები გააკეთა და ამას პოლიტიკოსები ეყრდნობიან, თურმე ვისაც თავის მხრივ BBC-ი ეყრდნობოდა აღმოჩნდა, რომ მათ ისეთი არაფერი უთქვამთ, რაც შემდეგ თითქოს მათ მიაწერეს. ამიტომ ასეთი მცდარი არასწორი და უსაფუძვლო დასკვნებისგან რა თქმა უნდა, ყველამ თავი უნდა შეიკავოს. უფრო მეტიც, ადამიანები თავშეკავებული უნდა იყვნენ როცა რაიმე ბრალდებებს აყენებენ და ადამიანებს ეუბნებიან, რომ თითქოს ვიღაცა მოწამლა – აქ ფრთხილები უნდა იყვნენ. დიახ, მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებით მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმისთვის, რომ არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია, რომ თითქოს ქიმიურ მოწამვლასთან გქონდა საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შს მინისტრი: „აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო“

magti 5g