LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე – საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს – თუკი სტატუსი ეკუთვნოდა მოლდოვასა და უკრაინას, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსაც ეკუთვნის

145
მიხეილ სარჯველადზე

ნებისმიერი გარემოებისა და კრიტერიუმის მიხედვით, საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს – თუკი სტატუსი ეკუთვნოდა მოლდოვასა და უკრაინას, რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც ეკუთვნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

“არა მხოლოდ თავსებადობის თვალსაზრისით, ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა მათ შორის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან გაფართოების პერსპექტივაზე საუბარი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმის გაცნობიერება ხდება, რომ თავის დროზე, როცა საქართველოს სტატუსი არ მიეცა, ეს მართებული გადაწყვეტილება არ იყო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამართლდება პროგნოზები, რომელიც მათ შორის მედია წრეებში კეთდება.

თუკი სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინას ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, ეკუთვნოდა საქართველოს. აქედან გამომდინარე მაღალია მოლოდინიც”, – განაცხადა სარჯველაძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი მოტივირებულია, ამ მიმართულებით ქვეყანას წარმატების მიღწევაში ხელი შეუშალოს.

“შეფასებებში არიან არა უბრალოდ ტენდენციური, არამედ უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებული. ჟღერადი ეპითეტების გარდა, საგნობრივად ვერც ერთ ისეთ საკითხზე ვერ საუბრობენ, რაც შეუსრულებელი დარჩა.

სასამართლო რეფორმას ფასადურს უწოდებენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი. საუბარია რაღაც ეფემერულ ცვლილებებზე, რომლის გაუტარებლობაზე მუდმივად გვესმის კრიტიკა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა, ვითხოვთ და ვსვამთ კითხვას რა უნდა იყოს ცვლილება, ან არ გვაწვდიან არაფერს ან გვაწვდიან მცდარ და არასწორ ინიციატივებს როგორიც იყო მაგალითად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი 2/3-ის შემოღების ინიციატივა.

დეპოლარიზაციისკენ ხელისუფლების მხრიდან უკლებლივ ყველა ნაბიჯი გადაიდგა, დიდი ინიციატივები იქნა წარდგენილი საიმისოდ, რომ ასეთი პროცესი დაწყებულიყო. ირაკლი კობახიძემ ყველა კარი გახსნა, რომ თითოეულ საკითხზე ერთობლივად გვემუშავა და რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად მიგვეღწია წარმატებისთვის, მაგრამ გაიხსენეთ, ოპოზიციამ იმთავითვე პროცესის ბოიკოტი შემოგვთავაზა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g