LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: „საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს.“

258
მიხეილ სარჯველაძე

26 მაისი განსაკუთრებულად ღირებული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღდგა მრავალი თაობის ნანატრი თავისუფლება. დღეს საქართველო შეუქცევადად განაგრძობს განვითარებას და იმ ადამიანების ოცნებების ასრულებას, ვინც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მიმდინარე გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. 

„ძალიან დიდია მნიშვნელობა იმისა, რაც თქვა მერაბ კოსტავამ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წუთითაც არ უნდა შეწყდეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ყოველთვის იქნება საშიშროება დაკავშირებული სუვერენიტეტის მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიან ან ვიწრომასშტაბიან შეზღუდვასთან. არცერთი ფორმით, არცერთი საშუალებითა და მიზნით არ უნდა იქნეს შეწყნარებული საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაუფრთხილებლობა.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„უპირველესად უნდა გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც ქვეყნის იდენტობის მთავარ ფაქტორად დაასახელა რწმენა და ენა. ყველა ქართველი აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისა და ჩვენი რწმენის ისტორიული მნიშვნელობა. ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რამაც შეგვინარჩუნა უზარმაზარი ძნელბედობების პერიოდში ის, რასაც ქართველობა ჰქვია.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განცხადებით, საზოგადოება უნდა ემადლიერებოდეს ისტორიას, კარგად ესმოდეს აწმყო და მომავალს იმედით უყურებდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g