LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე: თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებებით „გირჩის“ არაკეთილსინდისიერი სქემა მოიშლება

167
მიხეილ სარჯველაძე

„თუ სასულიერო პირებს, რელიგიური მოტივაციიდან გამომდინარე, არ აქვთ სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი, იქმნება ალტერნატიული სამსახური და იქ მოუწევთ პროცედურის გავლა“,- ამის შესახებ „რადიო ფორტუნას“ ეთერში, თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები მოშლის სქემას, რომლითაც „გირჩის“ მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში, „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანებით მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას არიდებდნენ თავს.

„არაფერია საამაყო იმაში, რასაც გირჩი აკეთებდა. საჯაროდ ამბობდნენ, რომ ჰქონდათ არა ნამდვილი რელიგიური ორგანიზაცია, არამედ რელიგიური ორგანიზაციის სიმულაცია. კანონმა კი ახლა მოსპო მიზეზი, რის გამოც ასეთი არაკეთილსინდისიერი სქემა მოიშლება.

გამოსავალი მოიძებნა და ის მარტივია. თუ სასულიერო პირებს რელიგიური მოტივაციიდან გამომდინარე არ აქვთ სამხედრო სამსახურში მსახურების სურვილი, იქმნება ალტერნატიული სამსახური და იქ მოუწევთ სამსახურის გავლა. ეს თანაბრად ვრცელდება, როგორც მართლმადიდებლურ ეკლისიაზე, ასევე ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელზე“,- აღნიშნა სარჯველაძემ გადაცემაში “დღის თემა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g