LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – სიმართლის აღიარება მოგიწევთ  ან საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით!“

124
მიხეილ ყაველაშვილი

„2008 წლის 7 და 8 აგვისტოს რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ რუსული ჯარი შემოსული იყო?! არქივს ვერ წაშლით! – თქვენ ან სიმართლის აღიარება მოგიწევთ ან საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას დაემორჩილებით!“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყაველაშვილმა აღნიშნა „ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ“:

„2008 წლის აგვისტოს დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? 7 და 8 აგვისტოს საუბრობდნენ, რომ რუსეთი შემოვიდა? არის არქივი, თუ რა გააკეთეს!

რატომ არ თქვეს და არ აცნობეს საზოგადოებას, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი შემოსული იყო?

ომის შემდეგ არ იყო რუსეთს 30 სტრატეგიული ობიექტი რომ მიყიდეს? მაშინ არ იყო რუსეთი დამნაშავე მაშინდელი პრეზიდენტი ლარსთან რუს ტურისტებს რომ ელოდებოდა?!

ჩვენ საქართველოს არ ვაბრალებთ [ომის დაწყებას]. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ დაღუპულთა დიდებას, მაგრამ ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ უკან ვერ ამოეფარება.

თურმე რუსეთი 7 აგვისტოს შემოვიდა, ეს საზოგადოებას არ უთხრეს და პირდაპირ მანევრები დაიწყეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g