LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში რამდენიმე პირის მძევლად აყვანის საქმეზე მსჯავრდებულ ლევან ზურაბაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

80
ლევან ზურაბიშვილი

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში მსჯავ­რდე­ბულ ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვილს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ მსჯავ­რი და­უმ­ძი­მა და 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ მე­ო­რე ინს­ტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და ძა­ლა­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ტო­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ორი, ან მეტი პი­რის მი­მართ მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მუხ­ლით დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი.

მე თამაშმა მომპარა წლები, ცხოვრება წამართვა, სამუდამო მომეცით, მიღირს: ზურაბაშვილის ემოციური გამოსვლა

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში მსჯავ­რდე­ბულ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე აცხა­დებს, მე­სა­მე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია, რომ ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან იძუ­ლე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი და არა მძევ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ებს არ გა­ნი­ხი­ლავს, მაგ­რამ მოხ­და სას­წა­უ­ლი, გა­იღ­ვი­ძა და ფაქ­ტობ­რი­ვად, თითი და­უქ­ნია ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ში­ნა­გა­ნად სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი გა­აჩ­ნია და მკაც­რად და­სა­ჯა ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი. საქ­მის დე­ტა­ლე­ბი­დან ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ამ­ბობდ­ნენ, რომ თავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არ მი­იჩ­ნევ­დნენ და რომ ყვე­ლას თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რო­რის სა­ჩი­ვა­რი და იმ მსჯე­ლო­ბა­ში შე­ვი­და, რომ ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს არის ინ­კვი­ზი­ცია იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც კი ბე­დავს და ხმას სო­ცი­ა­ლუ­რი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იღებს.“– განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g