LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი შვილებთან ერთად გადაიღეს (ფოტო)

7341742-0-image-a-40_1544635289495

მილა კუნისისა და ეშტონ კაჩერის თაყვანისმცემლები, მათ ოჯახურ იდილიას უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ.

ამ დღეებში, ვარსკვლავურმა წყვილმა დღე შვილებთან ერთად ბევერლი-ჰილზში სეირნობასა და გართობაში გაატარა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ბედნიერი ცოლ-ქმარი 4 წლის ქალიშვილთან, უაიტთან და 2 წლის ვაჟთან, დიმიტრისთან ერთად ჩანან.

აღსანიშნავია, რომ ოჯახი ერთად იშვიათად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. ამასთან, მილა და ეშტონი პირადი ცხოვრების შესახებ  მედიასთან იშვიათად საუბრობენ, რის გამოც ახალ სურათებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ კუნისისა და კაჩერის  განწყობა პატარებზე დადებითად აისახება.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ნიშნობის შესახებ 2014 წელს განაცხადა. მათ კალიფორნიაში, 2015 წლის ზაფხულში იქორწინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები