LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში 750 კილომეტრის სიგრძის ველობილიკს დააგებენ

50
milannews

მილანში 2035 წლისთვის 750 კილომეტრის სიგრძის ველობილიკის ქსელს დააგებენ. ბილიკი ერთმანეთთან ქალაქის 80%-ს დააკავშირებს. მიზანი – 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებაა.

ახალი ქსელისთვის ადგილი მოქალაქეთა გადაადგილების მიხედვით შეარჩიეს და ძველ ბილიკებსაც დაუკავშირეს.

გარდა ამისა, ხელისუფლება ველოსიპედის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც გეგმავს, მოეწყობა უფრო მეტი ველო-პარკინგი და გზებზე განათებაც დაემატება.

ახალი პროექტის დამსახურებით მილანის მაცხოვრებლები ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ. მერიას იმედი აქვს, რომ ადგილობრივები უფრო ხშირად აირჩევენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს და კერძო ავტომობილზე უარს იტყვიან.

ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხმა უფრო ხშირად არა ავტომობილი, არამედ ველოსიპედი აირჩიოს. მაგალითად, დანიაში გეგმავენ რომ ავტომაგისტრალების პარალელურად ველობილიკები დააგონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები