მილანში, ცნობილი სასახლის – სფორცას ქვეშ იპოვეს საიდუმლო გვირაბები, რომლებსაც ლეონარდო და ვინჩი თავის ნახაზებში გადმოსცემდა. სიახლის შესახებ Elle Décor წერს.
XV საუკუნის მეორე ნახევარში ამ სასახლის დეკორზე ლეონარდო და ვინჩი ზრუნავდა და დატოვა ნახაზები, სადაც მიწისქვეშა გვირაბები იყო დატანილი.
ეს გვირაბები დიდი ხნის განმავლობაში ლეგენდად ითვლებოდა, თუმცა დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მეცნიერებმა მათი ნამდვილობა დაამტკიცეს.
მილანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ეს გვირაბები რეალურად არსებობენ და დიდი ალბათობით მათ სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ.
სფორცას სასახლე XV საუკუნეშია აგებული და მილანის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამჟამად სპეციალისტები მუშაობენ სასახლის ვირტუალურ მოდელზე, რათა ვიზიტორებმა მიწისქვეშა გვირაბებში „გასეირნება“ დამატებითი რეალობის ტექნოლოგიის დახმარებით შეძლონ.