როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გქონდეს ბევრი ფული და მსოფლიო მილიარდერების საუკეთესო ათეულში მოხვდე, აუცილებელი არ არის დიპლომი, მითუმეტეს კი წითელი. გთავაზობთ იმ ცნობილ მილიარდერებს, რომლებსაც ამ ტიტულის მოსაპოვებლად უმაღლესი განათლება არ მიუღიათ.
მარკ ცუკერბერგი
ის ბავშვობიდან პროგრამირებით იყო გატაცებული, თან საკმაოდ წარმატებულად. ჯერ კიდევ სკოლის წლებში, ისეთი კომპიუტერული გიგანტები, როგორიც იყვნენ AOL და Microsoft, ახალგაზრდა ნიჭიერ მარკს თავის კომპანიაში მუშაობას სთავაზობდნენ, მაგრამ ცუკერბერგმა ჰარვარდში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი არჩია, რომელიც 2 წელიწადში მიატოვა, რადგან სოციალური ქსელი Facebook შექმნა. ამ ყველაფერს მისთვის ხელი არაფერში შეუშლია: 2010 წელს ჟურნალმა Times-მა ის „წლის ადამიანად“ დაასახელა.
სტივ ჯობსი
კომპიუტერული ინდუსტრიის კიდევ ერთი გენია, რომელსაც უმაღლესი განათლების დამდასტურებელი საბუთი არ აქვს. Apple-ის მომავალი დამფუძნებელი პორტლენდის რიდ-კოლეჯში სწავლობდა, თუმცა ლექციებზე სიარულის ნაცვლად ის დროს საკუთარი კომპიუტერული კომპანიის საფუძველის ჩაყრას უთმობდა, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი რეალობად მან 4 წლის შემდეგ აქცია.
რომან აბრამოვიჩი
თავის დროზე მისი მშობლები აპროტესტებდნენ მიტოვებულ სწავლას და მათი აზრით შეუფერებელი საქმიანობით დაკავებას, მაგრამ მომავალმა მილიარდერმა სრულიად სწორედ აუღო ალღო თავის გატაცებას და მომავალში მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი გახდა.
ბილ გეითსი
კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი წლების მანძილზე პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო, თუმცა შორეულ 1975 წელს, მომავალი მილიარდერი სამარცხვინოდ გარიცხეს ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიფიული ფაკულტეტიდან. ბილის შემთხვევაში ყველაფერი სასარგებლოდ წარიმართა: მას საშუალება მიეცა, მთელი დრო საყვარელი პროგრამირებისთვის დაეთმო.
ჰენრი ფორდი
თავისი პირველი კომპანია ჰენრი ფორდმა 36 წლის ასაკში შექმნა. თუმცა მანამდე იყო სოფლის სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგაც 16 წლის ჰენრი რიგით ქარხანაში მექანიკოსად მუშაობდა.
ინგვარ კამპარადი
შესაძლოა, სახელი ინგვარ კამპარადი თქვენთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ კომპანია IKEA ყველასთვის ცნობილია. სინამდვილეში, თავისი მომავალი საქმიანობა მომავალმა მილიარდერმა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო, როდესაც საკუთარ კლასელებს ფანქრები, რვეულები და სხვა საკანცელარიო ნივთები მიყიდა. ცოტა რომ წარმოიზარდა, ინგვარმა იაფი ავეჯის გაყიდვა დაიწყო, მოგვიანებით კი საკუთარი წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.





