ამბობენ, მსოფლიოს მილიარდერები აპოკალიფსისთვის დიდი ხანია ემზადებიან და საამისოდ ბუნკერებიც შეძენილი აქვთო.
თუმცა თუ დედამიწა დაიღუპება, დიდი ალბათობით ბუნკერებიც ვერ გადარჩება რაოდენ ღრმადაც არ უნდა იყოს დედამიწის ქერქში მოთავსებული და შესაძლოა, ბუნკერებში გადახდილი მილიონები უაზროდაა დახარჯული.
ბუნკერები გათვლილია პანდემიაზე, მესამე მსოფლიო ომსა და ასტეროიდზე, ასევე შეუძლია გაუძლოს მიწისძვრებს.
სამწუხაროდ, უფრო მეტს ვერ გაუძლებენ.
თუ აპოკალიფსი ისეთი საშიში არ იქნება, როგორც ზოგიერთ ფილმში გვინახავს, ბუნკერებში გამომწყვდეულ ფულიანებს წლების განმავლობაში უზრუნველად ცხოვრება შეუძლიათ.
თქვენ ალბათ ფიქრობთ, ბუნკერებში კონსერვებით სავსე ოთახებია. სულაც არა.
აპოკალიფსისთვის განკუთვნილი ბუნკერები მრავალპროფილურია. და თუ თქვენ წილად გხვდათ მისი შეძენის ბედნიერება, დაგხვდებათ ჯაკუზები, ბაღები, სადაც თავადაც შეძლებთ ბოსტნეულის მოყვანას.
ბუნკერებში მოწყობილი სისტემის მეშვეობით ჰაერი რადიაციისაგან და ყოველგვარი ვირუსებისგან გაფილტრული იქნება. ბუნკერში თქვენ შეგიძლიათ მოიმარაგოთ მინიმუმ შვიდი წლის სამყოფი წამლები.
ბუნკერები უკვე შეიძინეს სპორტსმენებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა. ამბობენ, ბილ გეიტს მის მფლობელობაში არსებული ყველა ობიექტის გვერდით აქვს ასეთი ბუნკერიო.
ფოლადის ბუნკერები რამდენიმე თაობაზეა გათვლილი.
ასეთი ბუნკერების მოწყობა ასობით მილიონი დოლარი ჯდება.
აპოკალიფსისთვის შექმნილი ბუნკერები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არის განთავსებული.
ჩეხეთში არსებულ ბუნკერში ღვინიც მარანიც კი არსებობს.
მომხიბვლელად გამოიყურება ბუნკერი გერმანიაში.
სამხრეთ დაკოტაში ბუნკერები ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა გაკეთებული.
კანზასის შტატში ბუნკერზე ბევრი მილიარდერი არ იტყოდა უარს.
პოლონეთში არსებულ ბუნკერს კი ერთი შეხედვით ბუნკერს ვერც დაარქმევ.