7 მილიონერი სამეგრელოში – ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული ქონების სანაცვლოდ გადახდილმა კომპენსაციამ 49 604 542 ლარი შეადგინა.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს ინფორმაციას 7 შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ერთ მესაკუთრეზე/თანამესაკუთრეზე კომპენსირებულმა ჯამურმა თანხამ 1 მლნ ლარი ან მეტი შეადგინა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც პოსტის ავტორის თქმით ანაკლიაში, პორტის მშენებლობის ტერიტორიაზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს სავარაუდო “მილიონერის” სახლი, რომელიც სატვირთო მანქანას მიაქვს.
ვიდეოს ფეისბუქში გამოხმაურება მოყვა.
ამას იყო ანაკლიაში მეორე გადასახლების მერე 1 600 000 რომ გადაუხადეს?
სახლი მიაქვს სახლში
პოსტის ავტორი არ აკონკრეტებს დეტალებს და ვიდეოს კომენტარის გარეშე აქვეყნებს.