LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე წლის 11 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 2.85 მილიარდი ლარი შეადგინა

116
წმინდა მოგება

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2.85 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი (1 მილიარდ 399 მილიონი ლარით), მეორე პოზიციას თიბისი იკავებს (1 მილიარდ 79 მილიონი ლარით), მესამეზე კი ლიბერთია (102 მილიონი ლარით).

საანგარიშო პერიოდში ზარალი ოთხმა ბანკმა განიცადა. ესენია: სილქ ბანკი (-11 მილიონი ლარი), ჰეშბანკი (-4 მილიონი ლარი), პეისერა (-1 მილიონი ლარი) და პეივბანკი (-1 მილიონი ლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g