LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ბოდბის მონასტრის დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას“ – მეუფე იაკობი

160
მეუფე იაკობი

„ცუდ საქციელს მე ჩავიდენ თუ სხვა, უფლისათვის საზიზღარია და რაც უფლისთვის საზიზღარია, ვის აქვს უფლება თქვას, რომ ის კარგია და დააკანონოს? მრუშობის დაკანონება არ შეიძლება!“, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტ ბრძოლაში ვიქნებით, მით მეტი ცილისწამება წამოვა და შემდეგ ბრძოლას დაიწყებენ.

„ცუდ საქციელს მე ჩავიდენ თუ სხვა, უფლისათვის საზიზღარია და რაც უფლისთვის საზიზღარია, ვის აქვს უფლება თქვას, რომ ის კარგია და დააკანონოს? მრუშობის დაკანონება არ შეიძლება! კაცს გამართლება არ აქვს თუ ცოლს ღალატობს, ან თუ ცოლი არ ჰყავს, მექალთანეა. ასევე სხვა იმას თუ მისდევს, არც მას აქვს გამართლება. როგორი გამყიდველი უნდა იყო, რომ მაგას შეეგუო, ვიღაცას მერე ჭკუაში მოუვა და მაგ კანონს დაეთანხმება. შევეცადოთ, რომ არც თანამდებობისა და არც სკამის გამო… არავითარი სკამი არაფრად არ ღირს.

ჩვენს ერს მოძლიერება სჭირდება, მადლობა ღმერთს, რომ ისე შეგვიყვარა, რომ ერთადერთი ერი დავრჩით, რომელიც არ შეშინდა და უფალიც ვაღიარეთ, ამით კი მსოფლიო გადავარჩინეთ. პანდემიის პერიოდში იყო ყველაზე დიდი ომი, ეშმაკი იბრძოდა და ყველაფრის დაკეტვა უნდოდა. არაფერი არ არის რუსეთ-უკრაინის ომი იმასთან, რაც ჩვენ ეშმაკთან ომი გვქონია. ჩვენზე, ქართველებზე გადაიარა და ვიღაცები კი ამას ვერ ხედავენ.

მინდა დედა თეოდორა და ამ მონასტრის დედა და დები დავლოცო, მაინც როგორ ებრძვიან ხოლმე ლაჩრები მათ და ამ დროს მსოფლიოში ვითომ ქალებს იცავენ. ხან ერთი ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, მერე ვერ გადამირჩებიან. არ ვემუქრები მაგრამ ჭკვიანად იყვნენ, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას.

რაც უფრო მეტ ბრძოლაში ვიქნებით, მეტი ცილისწამება წამოვა და პირდაპირ ბრძოლას დაგვიწყებენ, ქრისტესკენ თუ ვართ, რაც ქრისტეს გაუკეთეს, იმავეს გაგვიკეთებენ.

ჩვენი გოლგოთა თითოეულმა ჩვენგანმა და ერმა უნდა გაიაროს და დასასრულიც ბედნიერი იქნება“,- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g