LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე” – პრემიერ მინისტრი

76
ბაირამი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მუსლიმ სასულიერო პირებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილის სასულიერო ლიდერებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ეს დღე არის სიყვარულის დღე, სიკეთის დღე, სითბოს დღე

მთავრობის მეთაურის თქმით, რამაზან-ბაირამის დღესასწაული სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის რწმენას და ერთმანეთზე ზრუნავდნენ.

 

“დღეს დიდი დღეა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით რამაზან-ბაირამის დღე, ეს დღე არის სიყვარულის დღე, სიკეთის დღე, სითბოს დღე და მე მინდა გულით ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ თქვენთვის ეს დიდი დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ პანდემიის გამო ჩვენ ხშირად ვერ ვიკრიბებით, მაგრამ ეს ტრადიცია ყოველთვის გვქონდა, მოგეხსენებათ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, სისტემატიურად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთის გასაჭირს, პრობლემებს ვისმენდით, საკითხებს ვწყვეტდით და მე მინდა, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. მე ვიცი, რომ ბატონ ზაზას აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, მეც პირადად ჩავერთვები, მექნება სისტემატიური შეხვედრები თქვენთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შვილები და ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე სიყვარულით და პატივისცემით. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო პირებთან შეხვედრაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g