LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, გაგაცნოთ მებრძოლი გოგო – 4 თვის წინ ღვიძლი გადაინერგა, დღეს კოვიდვაქცინა მიიღო…“

257
sofoberidze

სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ახალგაზრდა ქალის ფოტოს, რომელმაც ახლახან ვაქცინა გაიკეთა. მას ღვიძლი ახალი გადანერგილი აქვს.

„მინდა გაგაცნოთ ლელა ?

ყველაზე გულადი, მებრძოლი და გაბედული გოგოა, ვინც დღემდე შემხვედრია??

4 თვის წინ ღვიძლი  გადაინერგა❤️

დღეს კოვიდ-ვაქცინა მიიღო?

როცა მძიმე დაავადებასთან ბრძოლით დაღლილი საოპერაციოში  შეგვყავდა – ხომ კარგად ვიქნებიო – შემოგვანათა მწვანე თვალები…

დღეს  უფრო თამამი იყო –  შევდივარ ვაქცინაზე, აბა, თქვენ  იცითო☺️☺️☺️

დიახ, ჩვენ ვიცით, ლელა❤️

ზუსტად ვიცით, რომ მეცნიერება და მამაცი ადამიანები ყოველთვის იმარჯვებენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g