მინდა ხაზი გავუსვა წარკატებულ ვიზიტებს, რომლებიც გვქონდა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე და ეუთოში.ორივე შეხვედრა იყო ძალიან ორიდუქტიული, ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, განაცხადა მთავრობის სხდონის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკანიანმა.
“ნატოს მინისტერიალზე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. ამ მხრივ აღსანიშნავია როგორც ნატოს გენმდივნის, ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. გავქვს ყველა პრაქტიკული ინსტუკენტი წევრობისთვის. გარდა ამისა მნიშვნელივანია განცხადება, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს მომზადებას გაწევრიანებისთვის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო საკამაოდ დაწიანურებულია ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში. უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოში ნატოს გენმდივნის თანაშემწეს ჯეიმს აპატურაის და ერთგვარი გაგრძელება გვექნება მინისტერიალის ფარგლებში განხილულ საკითხებზე მსჯელობის. მინდა, ხაზი გავუსვა რომ სერიოზული და უპრეცენდენტო მხარდაჭერა გვქონდა ეუთოს მინისტერიალზე. 30 ზე მეტმა წეგრმა ქვეყანამ გამოსვლაში მნიშვნელივანი ადგილი დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. ასევევჩვენ მივიღეთ მეგიბართა ჯგუფის განცხადება და უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ეუთოს დოკუმენტებში ინიშმება ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაზე და გამოხატულია კატეგირიული მიუღებლობა საშინელი მკვლელობის და მოწოდება, რომ დროულად გამოძიებული და დამნაშავე პირები დასჯილნი. განცხადებაში არის ასევე მოწოდება რუსეთის მიერ ნაკისრი ვაკდებულებების შესრულებაზე. ბოლო 3 წელია ვახერხებთ, სხვადსხვა ფორმატები გამივძებნოთ იმისთვის რომ ეუთოს ეს მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეკრება არ დარჩეს საქართველოს საკითხის განხილვის გარეშე და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი,” განაცხადა დავით ზალკანიანმა
