LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მარიამისთვის ბოლოჯერ დახმარება გთხოვოთ, არის გაუთვალისწინებელი ხარჯები… დაგვეხმარეთ მარიამისთვის“ – რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი ტიკტოკერის, მარი ომანაშვილის მეგობარი

1069
მარი ომანაშვილი

33 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ მარი ომანაშვილს, რომელიც საზოგადოებამ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიცნო და შეიყვარა, უკანასკნელ გზაზე აცილებენ.

„მეგობრებო მარიმ დაგვტოვა, ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ… რა გავაკეთო, მომხედეთ გთხოვთ, რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი… მანქანას გაუტანია“ – თელავში ავარიას ცნობილი ტიკტოკერი, მარი ემსხვერპლა

დინა ნაწიფაშვილი, რომელიც მარისთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებდა, „ფეისბუკში“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მხარდაჭერას სთხოვს:

„ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა ვერავის გპასუხობთ. მინდა გთხოვოთ ბოლოჯერ მარიამისთვის დახმარება. თელავის მერია მაქსიმალურად გვეხმარება, მაგრამ არის გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც გვესაჭიროება.

თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ მარიამისთვის.

საქ.ბანკი – GE56BG0000000525953978

თიბისი.ბანკი – GE28TB7379345063600019“, – წერს დინა ნაწიფაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში პოპულარული ტიკტოკერი, თელაველი მარი ომანაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის😓 ახლა ვერავის გპასუხობთ , მინდა გთხოვოთ ბოლოჯერ მარიამისთვის დაზმარება,თელავის მერია…

Posted by Dina Nawifashvili on ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები