„მინდა, მივულოცო ძველით ახალი წელი სრულიად საქართველოს, დედაქალაქის მოსახლეობას“, – თბილისელებს ძველით ახალი წელი კახა კალაძემ.
„ხვალიდან დაიწყება ჯადოსნური სოფლის, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ემოციები, სიხარული, დადებითი შეგრძნება მთელი წელი გაჰყვეთ ამ ადამიანებს.
დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს კომფორტული, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა და ა.შ.“,- განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლო ღონისძიებები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა.