ვაქცინაციის პორტალი კვლავ შეფერხებით მუშაობს. ამას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვებგვერდი შეფერხებით მაღალი მიმართვიანობის გამო მუშაობს.
ტიკარაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და იმედოვნებს, რომ ხარვეზი მალე აღმოიფხვრება.
“შეფერხებები კვლავ არის სიტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ. პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩემს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში. შეფერხებებს სხვა პერიოდებში იწვევდა სხვადასხვა სამსახურებიდან მოწოდებული კიბერთავდასხმები, დღევანდელი შეფერხება მაღალ მომართვიანობას უკავშირდება”- აღნიშნა მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ეთერში და დასძინა, რომ IT სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
“ამჟამად, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და იმედი გვაქვს ,უმოკლეს ვადაში მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა”.
ცნობისთვის, საიტზე შეფერხება დაახლოებით 15:00 საათიდან ფიქსირდება, იმ დროიდან, როცა “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო.