LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, მწერალთა კავშირის ყველაზე მაღალი ჯილდო გადმოგცეთ თქვენ“ – ნიკოლოზ წულუკიძე ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით და ოქროს მედლით დაჯილდოვდა

630
ნიკოლოზ

„ვინც სიკეთეს თესავს ის არის გამორჩეული ადამიანი, იშვიათად არის დღევანდელ საქართველოში ასეთი საოცარი განცდა, როცა იხსენებ წარსულს, სული ცრემლით გევსება, მაგრამ მთავარია რომ სიამაყითაც გევსება,“- სწორედ ამ სიტყვების შემდეგ გადასცეს თეატრმცოდნეს და წამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს მწერალთა კავშირის მთავარი ჯილდო – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და ოქროს მედალი სპექტაკლ „ქართული თეატრის ამბავი“ საოცარი შესრულებისთვის.

„მინდა მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით ყველაზე მაღალი ჯილდო რაც ქართველ მწერლებს აქვთ გადმოგცეთ თქვენ,“ – მიმართა წულუკიძეს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა.

ნიკა წულუკიძეს, ნიკა საბაშვილს და ნიკა ნიკვაშვილს მწერალთა კავშირმა უმარლესი ჯილდო – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და ოქროს ნიღაბი გადასცა

Posted by Matsatso Kevlishvili on სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2023

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ რეჟისორი ნიკა საბაშვილი  და ნიკა ნიკვაშვილი.

ნიკოლოზ წულუკიძე კი საზოგადოებისგან მილოცვებს იღებს:

გუშინ ვნახე „ქართული თეატრის ამბავი“ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე. წარმოდგენა არის არაჩვეულებრივი და უნდა ნახოს, ჩემი აზრით, ყველა თავის ქვეყანაზე შეყვარებულმა ადამიანმა, რომ მეტად კარგად იცოდეს, როგორ და რა სისხლის ფასად შემოუნახეს თეატრს სახე ჩვენმა ხელოვანმა ადამიანებმა და რა ძალისხმევა და უნარი დასჭირდა ქართულ თეატრს დღემდე მოსასვლელად…

რაც შეეხება წამყვანს ნიკა წულუკიძეს.. ეს ადამიანი და როცა წერ ადამიანს, ამ შემთხვევაში ვერ ტოვებ ამ სიტყვას მარტო და სურვილი გიჩნდება, რომ დაწერო ასე:

ამ დიდ ადამიანს აქვს უნარი, მოგხიბლოს და მიგაჯაჭვოს ერთ ადგილას და ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით გასმენინოს ამბავი, წარმოდგენა…

არის ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი ,მაყურებლის მიმართ და თავადაც მაყურებლისგანაც იმავეს იღებს-უსასრულო სიყვარულს, ეს არის ნიჭი !

და აქვე, ამიტომ არის ალბათ ,რომ დღემდე ანშლაგებით მიდის „თეატრის ამბავი, რადგან ჩემი აზრით და ნახვის შემდეგ თქვენი აზრიც იგივე იქნება , იმედი

მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენაც და წამყვანიც -ჰარმონიაშია ერთმანეთთან,“ – ასე აფასებს სპექტაკლს ერთ-ერთი მაყურებელი.

გუშინ ვნახე “ქართული თეატრის ამბავი”,რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე. წარმოდგენა არის არაჩვეულებრივი და უნდა ნახოს ჩემი…

Posted by Sofo Gogoladze on სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2023

„დიდი მადლობა ამ ემოციისთვის,“- უწერენ წულუკიძეს სოციალურ ქსელში.

ფოტო: „ქუთაისი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს.. ქუთაისს უყვარს ნიკა წულუკიძე და ეს სიყვარული რომ ორმხრივია“ – ნიკოლოზ წულუკიძემ თეატრის ისტორია ამჯერად ქუთაისელ მაყურებელს გააცნო

ნიკოლოზ წულუკიძე: „ასე მგონია გამოცდა უნდა ჩავაბარო მის უდიდებულესობა ქუთაისს.. მადლობა ერთ დღეში გაყიდული ყველა ბილეთისთვის“

„რისიც მეშინოდა ის მოხდა.. დამემხმო თავზე ყველაფერი.. გაქრა ყველანაირი შიში“ – ნიკოლოზ წულუკიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები