„ქართული თეატრის ამბავი, ანუ“ – ნიკოლოზ წულუკიძემ თეატრის ისტორია ამჯერად ქუთაისელ მაყურებელს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გააცნო.
„პერფორმანსის“ სახით წარმოდგენილი იყო ქართული თეატრის აქამდე უცნობი ისტორიები.
თეატრის ისტორიის ქუთაისში წარდგენას ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ეხმაურება საკუთარ ფეისბუკგვერდზე და ნიკოლოზ წულუკიძეს საჯაროდ მადლობას უხდის.
„ქუთაისი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ალბათ იმ დღიდანვე, როცა პირველი წარმოდგენა გაიმართა თბილისში. ამის დასტურია ერთ დღეში გაყიდული ყველა ბილეთი და სავსე დარბაზი.
ქართული თეატრის იდუმალ ამბებზე საუბარი ამ სცენიდან განსაკუთრებულ ელფერს იღებს და მით უმეტეს, თუ ამ ამბებს ნიკოლოზ წულუკიძე გვიყვება.
ქუთაისმა იცის ამ წარმოდგენის ფასი, ქუთაისს უყვარს ნიკა წულუკიძე და ეს სიყვარული რომ ორმხრივია, ესეც არაერთგზის გვინახავს.
მადლობა ამ წარმოდგენისთვის, ამ დღისა და ამ სიყვარულისთვის!
? ქუთაისი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ალბათ იმ დღიდანვე, როცა პირველი წარმოდგენა გაიმართა თბილისში. ამის დასტურია ერთ…
Posted by იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili on Friday, 1 September 2023
P.S. გამოცდა ჩაბარებულია! ნიკოლოზ წულუკიძე Nikoloz Tsulukidze,“ – წერს ქუთაისის მერი.