მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენ, ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომ აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და მოინახულოთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ყვარელში, დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს კარგი შესაძლებლობაა არამხოლოდ იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ უქმეები იმ შეზღუდვების მერე, რაც გვქონდა მობილობის მხრივ, არამედ ეს ერთგვარი სამოქალაქო თანადგომის აქტია, ვინაიდან ამით თქვენს წვლილს შეიტანთ ტურისტული ინდუსტრიის გვერდში დგომით.
მინისტრის განმარტებით, უკვე არის სასიხარულო ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონებში სასტუმროები, პრაქტიკულად, დატვირთულია. „ეს იძლევა დიდ იმედს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას“, – ამბობს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, საქართველოში შიდა ტურიზმი გუშინ, 15 ივნისს გაიხსნა.