მინესოტას ზოოპარკში გარდაიცვალა 12 წლის ვეფხვი, რომელსაც “პუტინი” ერქვა.
ინფორმაციას თავად ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს დიდი დანაკარგია.
ვეფხვი მოულოდნელად, ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურის ჩატარების დროს გარდაიცვალა, მას პროცედურის დროს გულის უკმარისობა განუვითარდა.
“ჩვენი 12 წლის მამრი ციმბირული ვეფხვი გუშინ სამედიცინო პროცედურის ჩატარების დროს, გუნდის გმირული გადაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად დაიღუპა. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს ცხოველებისადმი თავდადებისთვის”, – აღნიშნულია “ტვიტში”.
With heavy hearts we share that our 12-year-old male Amur tiger passed away yesterday during a routine medical procedure despite heroic emergency efforts by our team. This is a profound loss, and we thank our staff for their dedication to the animals. https://t.co/XX3K9gqcY8 pic.twitter.com/TECZCoLtz0
— Minnesota Zoo (@mnzoo) March 24, 2022