LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრები მოპედებზე ვერ გადავლენ, მაგრამ 100 ათასიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის – ნუკრი ქანთარია

72

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას მოსაზრებით, 100 ათასიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის და მინისტრებმა თანხები უნდა დაზოგონ. ნუკრი ქანთარია პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ე.წ. პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ახალ ინციატივას მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს.

„ჯიპი“ შავი იქნება, ყვითელი თუ წითელი, ამას მნიშვნელობა აქვს? – მგონი, ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ავტომობილებისთვის რა ხარჯებია გათვალისწინებული და ამას სახელმწიფომ რამდენად იტანს და უნდა აიტანოს? არ ვიცი, ფინანსთა სამინისტრომ მანქანებში რამდენი გადაიხადა, ალბათ, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაარკვევს, მაგრამ მაშინ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი არ იყო და ალბათ, ახლა სხვა თვალით უყურებს. ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ ვინაიდან, მთაგორიანი ადგილი ვართ, ველოსიპედით სიარული გაძნელდება, რადგან ყველას ის ძალა არ აქვს, რომ აღმართებში მიაწვეს და ამ მიწოლაში ამომრჩეველიც თუ დაეხმარება, მაშინ ეს შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს,” – განაცხადა ქანთარიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g