LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი რეინვესტირების მაჩვენებლებზე: უცხოური ინვესტორი რომელიც შემოდის, დივიდენდების გატანის ნაცვლად აფართოებს წარმოებას, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა

58
264480650-4658062010950088-8663064827005679396-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია.

„მნიშვნელოვანია, რომელ დარგებში ხდება ზრდა. პირველ რიგში, ესაა საფინანსო სექტორი. ასევე ეს არის ენერგეტიკა, რომელიც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია საინვესტიციოდ, აგრეთვე ესაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი. საყურადღებოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფია. ძირითადად, საუბარია ევროპულ სახელმწიფოებსა და თურქეთზე,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემობას, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაორმაგებულია. 2021 წლის მესამე კვარტალში 2-ჯერ მეტად გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 293.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. „ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორი, რომელიც შემოდის საქართველოში და დებს ინვესტიციებს, დივიდენდების გატანის ნაცვლად, ახორციელებს რეინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, აფართოებს წარმოებას, საკუთარ ბიზნესს, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა,“ – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

უცხოელები საქართველოში ყველაზე მეტ ინვესტიციას საფინანსო სექტორსა და ენერგეტიკაში დებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g