LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელები საქართველოში ყველაზე მეტ ინვესტიციას საფინანსო სექტორსა და ენერგეტიკაში დებენ

78
b8f058a890a1ae2bab651dc7c43a235f

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.

საქართველოში 2021 წლის III კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველი სამეული: გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ჩეხეთია.

„პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 60.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 59.8 მლნ. აშშ დოლარით (20.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 36.0 მლნ. აშშ დოლარით (12.0 პროცენტი).

2021 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 69.3 მლნ. აშშ დოლარით (23.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი)“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g