LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრთა შემადგენლობაში ცვლილებები მთავრობის საქმიანობის მეტად დინამიურობას ხელს შეუწყობს – თამარ ჩუგოშვილი

95

“ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებები მინისტრთა შემადგენლობაში ხელს შეუწყობს იმას, რომ მთავრობის საქმიანობა გახდეს უფრო დინამიური,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩოგუშოვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ფორუმი „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს.

“რაც შეეხება სახელებს და გვარებს დღეს იქნება მსჯელობა უმრავლესობის ფარგლებში. უმრავლესობის წევრები გაივლიან ამ საკითხებს და ცვლილებების შესახებ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც გუშინ თანამდებობა დატოვა, გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი პრემიერმინისტრობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

გუშინ პრემიერის გადადგომასთან ერთად. უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინვე მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები