LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინსკში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

161
1212141

საგარეო უწყება თბილისი-მინსკის მიმართულებით რეისის შესრულებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ სამთავრობო თვითმფრინავით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ისარგებლა.

უწყების განცხადებით, ელჩი 6 აგვისტოდან საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო “საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში”.

გამომდინარე იქიდან რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან, – წერია საგარეოს განცხადებაში.

საგარეო აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბელარუსში პრობლემები მშვიდობიანად გადაწყდეს.

https://www.facebook.com/mfageorgia/posts/10157129301650899

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მინსკში იმყოფებოდა. შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მინსკში ვიზიტს უარყოფს

თავდაპირველად, ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი 16 აგვისტოს მინსკში ჩაფრინდა, იქ ერთი საათი დაჰყო და უკან დაბრუნდა. ამას მოჰყვა ცნობა ზურაბიშვილის გამგზავრების შესახებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g