LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინსკში ვინ იყო, თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა: პრეზიდენტი

262
BeFunky-collage

“თქვენ როგორც ჩანს, დაინტერესდით და გამოაცხადეთ, რომ მინსკში ვიყავი. ჯერ გადაამოწმეთ”- ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” კითხვას, სად იყო სამთავრობო თვითმფრინავი გუშინ ღამით.

კითხვაზე, ვინ იმყოფებოდა მინსკში სპეციალური რეისით, ზურაბიშვილმა უპასუხა – “ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ”.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/863054610886195

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულს საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება თბილისი-მინსკის მიმართულებით რეისის შესრულებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ რეისით ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ისარგებლა.

მინსკში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

თავდაპირველად, ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი 16 აგვისტოს მინსკში ჩაფრინდა, იქ ერთი საათი დაჰყო და უკან დაბრუნდა. ამას მოჰყვა ცნობა ზურაბიშვილის გამგზავრების შესახებაც.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მინსკში ვიზიტს უარყოფს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g