პატრიარქის მდივანმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. მიქაელ ბოტკოველმა ეგრედ წოდებული ციანიდის საქმის დახურული სხდომის მასალების გასაჯაროებაში დეკანოზის ინტერესების დამცველებს ბრალი დასდო. მან ასევე საზოგადოებას საპატრიარქოს ირგვლივ საკითხების განხილვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
დეკანოზის ადვოკატები კი თავად მოუწოდებენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. გასაიდუმლოებული მტკიცებულებების მედიისთვის გადაცემის საქმეს პროკურატურაში იძიებენ.