19 წლის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა და ბიძამ მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველთან” მერსედესის მგზავრების შესახებ ისაუბრა. ნიკოლაძე ვარაუდობს, რომ ვიღაც ძირითადი აქცენტების მერსედესზე გადატანას ცდილობს.
"თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ".
„სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით“ - მირიან ნიკოლაძე ჩატარებულ ექსპერიმენტზე
„თავიდან გავდივართ 23 ტომს. გვინდა ვინც დასასჯელია დაისაჯოს და არაფერი გამოგვეპაროს. რაც შეეხება მერსედესს, მაპატიეთ სხვა გამოსავალი არ მაქვს უნდა ვთქვა. ვისაც ამ თემასთან მერსედესის მიბმა უნდა იმას კარგად გამოსდის, რადგან როგორც ჩანს დარჩა კითხვები. მას უნდა აქცენტები გადავიდეს მერსედესზე, რომელსაც შემდგომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ დაადასტურებს. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ჟვანია და მერსედესი იქ არ იმყოფებიან. სულ არ ვიცი ვინაა ეს ჟვანია, ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს და ვისაც ვიპოვი აღარ გამოვახედებ ციხიდან, მაგრამ მტკიცებულებით. ვაი ჟურნალისტების გარდა დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით პროფესიონალს, რომელიც მეტყვის რომ მერსედესთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვი არსებობს, თორემ მე მასწავლკიან დაჭერას?“,-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
გიორგი შაქარაშვილის დედა ვიდეოს აზიარებს: ფოტო და ვიდეოკადრები “შაქარას” ცხოვრებიდან
„ხმამაღლა ვეძახდი, მეგონა ტრავმა ჰქონდა“ – რა წერია შაქარაშვილის დედის გასაიდუმლოებულ ჩვენებაში