LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მირტყამდნენ ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში.. არანაირი მიზეზი არ მიმიცია, რომ დაკავების ორდერი გაეცათ“ – ბათუმში დაკავებული 3 მოქალაქის პროცესი გადაიდო

151
ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნავსადგურთან გამართულ აქციაზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქის პროცესი მიმდინარეობს, მათგან სამი დაკავებულის პროცესი დასრულდა – მოსამართლემ, ალექსანდრე გოგუაძემ სხდომა 7-8 აგვისტოს გადადო.

პროცესის გადადება ადვოკატმა მოითხოვა. უფლებადამცველის თქმით, მას საქმის მასალები არ ჩაჰბარებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო არ ჰქონდა.

სახალხო დამცველი: ბათუმში ერთ-ერთმა დაკავებულმა თქვა, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა

დაკავებულებს შორის იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ანთაძის შვილი, ილია ანთაძე. მან დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციამ მასზე იძალადა:

„უბრალოდ ვიდექი და წინ კაცს ეჭიდავებოდნენ, რა დროსაც ვთქვი – ბაბუასტოლა კაცს, როგორ ექცევით-მეთქი. ამ დროს უკნიდან პოლიციელი მომადგა და შემაგდო პოლიციელებში – მირტყამდნენ ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში.

ბათუმში აქციაზე შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შესული შეტყობინებები დაედო.

არანაირი მიზეზი არ მიმიცია პოლიციისთვის, რომ დაკავების ორდერი გაეცათ. დამიჭირეს, გამისწორდნენ ფიზიკურად, ფიზიკური და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს“. – აღნიშნა ილია ანთაძემ.

რაც შეეხება დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებს, უფლებადამცველის თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე უკრაინის მოქალაქე ქალიც საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. მათ გამოძიება პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

მაჭარაშვილი: ბათუმში აქციაზე პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერები იყვნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g