LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა

166
subelianimirza4

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს თხოვნით მიმართა სასჯელის დანიშვნისას გაეთვალისწინებინა სუბელიანის მაღალი მორალი და ზნეობრიობა. ადვოკატებმა ასევე მათ დასკვნით სიტყვაში ისაუბრეს იმაზეც, რომ სუბელიანი 9 თვის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა და რომ მას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს.

magti 5g