„კრიტიკულია სიტუაცია ქვეყანაში და შესაბამისად არ არის ჯანსაღი ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელში (რაც კადრს მიღმა რჩება მით უფრო)!“, – წერს ჟურნალისტი ბექა ელბაქიძე და აღნიშნული პოსტით ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სოლიდარობას უცხადებს.
„კრიტიკულია სიტუაცია ქვეყანაში და შესაბამისად არ არის ჯანსაღი ვითარება საზოგადოებრივ მაუწყებელში (რაც კადრს მიღმა რჩება მით უფრო)!
ჩემი მხარდაჭერა შენ Vaska Ivanov-chikovani
მის კოლეგებს კი უბრალოდ გავახსენებ – “ხელისუფლებები და რეჟიმები კვდებიან, იცვლებიან, ხალხი კი რჩება” ამიტომ დადექით სიმართლის მხარეს, სანამ თქვენამდეც მოვლენ , თორემ როცა მოგადგებიან ამორალურ სიმარტოვეში აღმოჩნდებით!“, – წერს
„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ აუგად ჩემს იმ კოლეგებს, ვისაც ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე“ – რა მიმართვას ავრცელებს ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი
ჟურნალისტი სთხოვს საზოგადოებას, ნუ მოიხსენიებენ აუგად იმ ჟურნალისტებს, ვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე.
ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აცხადებს, რომ მას „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, „მოამბის“ 18:00 საათიანი გამოშვება აღარ მიჰყავს.
მისი თქმით, მისი თქმით, არხის ოფიციალური პოზიციაა, რომ იგი „მოამბის“ წამყვანი აღარ იქნება „გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე“.