სოფო ბედიას მეუღლე, მიშა მესხი ჟურნალ „თბილისელებთან“ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოფოს სახით იდეალური მეუღლე ჰყავს, რომელსაც თავადაც ანებივრებს სიურპრიზებით და მისგანაც ხშირად იღებს იმავეს.
მიშა აღნიშნავს, რომ შეყვარებულობის პერიოდში ეჭვიანობდა, მაგრამ შემდეგ თავი მოთოკა:
„ვცდილობ, თავისუფალი დრო სახლში, ცოლ-შვილთან ერთად გავატარო. არც ეჭვიანი ვარ და არც სოფოს უეჭვიანია. მე, პირველ რიგში, ჩემს თავს ვცემ პატივს და ვიცი, როგორი ქალი მყავს გვერდით. სხვათა შორის, შეყვარებულობის პერიოდში დავიწყე ეჭვიანობა და მერე მივხვდი, ეს კარგს არაფერს მომცემდა და თავი მოვთოკე. თუმცა ვაღიარებ, ძნელია, როცა წარმატებული და ლამაზი ცოლი გყავს, იყო მისი ქმარი. ვგულისხმობ ნეგატიური ადამიანების კომენტარებს…“
ვიდეო: როგორ სთხოვა ხელი მიშა მესხმა სოფო ბედიას
ვიდეო: სოფო ბედიას დაბადების დღეზე მეუღლემ ფეიერვერკები მიუძღვნა